ახალი ამბები მთავარი სამართალი

„თიბისი ბანკის“ საქმეზე გიორგი ქადაგიძე დაიკითხება

„თიბისი ბანკის“ საქმეზე საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე დაიკითხება. ინფორმაციას “პირველი არხი” ავრცელებს.

როგორც პროკურატურაში აცხადებენ, ქადაგიძემ პროკურატურაში გამოკითხვაზე უარი განაცხადა. პროკურატურა ქადაგიძის დაკითხვის შუამდგომლობით სასამართლოს ხვალ მიმართავს. შესაბამისად, ქადაგიძე „თიბისი ბანკის“ საქმზე სასამართლოში დაიკითხება, თუმცა კონკრეტული დრო ჯერ უცნობია.

გიორგი ქადაგიძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა იმ პერიოდში, რომელ პერიოდთან დაკავშირებითაც „თიბისი” ბანკის საქმეზე მიმდინარეობს პროკურატურაში გამოძიება.

იტვირთბა....