“იძულებული ვარ კვლავ მოგახსენოთ, მე, ადა მარშანია, ვარ აფხაზი, დაბადებული და გაზრდილი სოხუმში, და მაქვს განცდა, რომ ქართველებს ჩემი მოსმენა არ სურთ და თუ თქვენ, არ გსურთ მომისმინოთ, მე, აფხაზს, რომელსაც საქართველოს ერთიანობა გულმხურვალედ უნდა ,როგორღა იპოვით საერთო ენას იმ აფხაზებთან, რომლებსაც საქართველოს ერთიანობა არ უნდა და საქართველოში დაბრუნების სურვილი არ გააჩნიათ.
შეიძლება, ეს ჩემი გამოსვლა ძალიან ემოციურია და თქვენთვის რაღაც მომენტებში, მიუღებელია, მაგრამ მე ყოველთვის მაქსიმალურად გულწრფელი ვიყავი თქვენ და ჩემი ხალხის წინაშე,მიმაჩნია, რომ ასეც უნდა იყოს, ეს ჩემი ვალდებულებაა”.
ადა მარშანია