„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცხადა “TV პირველის” ეთერში, „ვისოლის“ დამფუძნებელ ძმებ ფხაკაძეებს, „კოკა-კოლას“ დამფუძნებელ თემურ ჭყონიას მიმართა და შეეკითხა თუ რატომ არ იღებენ ხმას მამუკა ხაზარაძის დასაცავად.
“ძმები ფხაკაძეები, ვიცნობ ამ ადამიანებს, ქუჩაში რომ ვხვდები, გამარჯობას ვეუბნები და ხვალ პირადად რომ შევხვდები, თუ სადმე გვექნება შესაძლებლობა, აუცილებლად ვეტყვი. რატომ აქვთ წყალი დაგუბებული პირში აი ამ “ვისოლის” დამფუძნებლებს? იმიტომ ხომ არა შემთხვევით, რომ შეშინებულები არიან? რა თქმა უნდა შეშინებულები არიან და ოღონდ მე არ შემეხოს ბიძინა ივანიშვილიო და რაც უნდა ის მოუვიდეს ხაზარაძესო. თავის მხრივ მამუკა ხაზარაძეც რატომ იყო ჩუმად, როდესაც “ომეგას” უკეთებდნენ იმას, რასაც უკეთებდნენ, მაგრამ ახლა მას ნიშანს არ ვუგებ. აი, სანამ ამას არ შევცვლით, ამ დისპოზიციას, არაფერი არ გამოვა ხალხნო. სად არიან? ბატონი ჭყონია სად არის? ბატონი ჭყონია, “კოკა-კოლას” დამფუძნებელი, ხმას რატომ არ იღებს? რატომ არ უდგეხართ გვერდში ადამიანს, რომელსაც უჭირს? იმიტომ, რომ ეშინიათ, ეშინიათ უბრალოდ. და გუშინაც იყო ამაზე გაკვრით საუბარი ხაზარაძის მხრიდან და ხაზარაძესაც რომ არ ეთქვა, ამაზე არ ვსაუბრობდით წლების განმავლობაში მთელია ოპოზიცია? ოთახებში არიან შეკეტილები და იქ მიდის გარჩევა. თბილისში იცით, რა ხდება? და მე ვიცი რა ხდება. უბრალოდ ვალების გადმოწერა ხდება ძველი ბიჭების მიერ სხვადასხვა ადამიანების მხრიდან და იმათ ნაცვლად ადგებიან ამ თუ იმ სხვა ადამიანებს, რომ ვალი ამოიღონ, ანუ ვალის ამოღების არაფორმალური სამსახურებია, ძველბიჭური სამსახურებია – თბილისში, სამეგრელოში, იმერეთში, ყველგან იგივე ხდება და რა არის გამოსავალი? ღარიბაშვილია გამოსავალი? ხადურს დააბრუნებს ახლა ლაბათ ღარიბაშვილი და ამ ყველაფრის შემყურე საზოგადოება გარღვევად რას ხედავს, ღარიბაშვილის დაბრუნებას? დაცინვა არის ეს, მეტი არაფერი. მეორე, ეს მიუთითებს, რა ღრმა კრიზისშია „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი, როდესაც ხსნად მიაჩნია ირაკლი ღარიბაშვილი, ყელმოღერებული ადამიანი, რომელსაც რა გაუკეთებია უბრალოდ, გარდა იმისა, რომ მან აკეთა წლების განმავლობაში ფული თავის ნათესავ ჯანყარშვილთან ერთად. მოიპარეს მილიონები წყლის კომპანიიდან, შეაწმინდეს მერე იქ ხელი ერთ რიგით ბუღალტერს და უბრალოდ არაფერი, შერჩათ ხახვივით, მაპატიეთ, და წავიდა სახლში და ახლა დააბრუნა“ – ნიკა მელია.