ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ოხანაშვილი: “ნაციონალური მოძრაობა“ ბიუჯეტიდან ხელფასს იღებს, საზოგადოებისა სასიკეთოდ კი არაფერს აკეთებს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ბიუჯეტიდან ხელფასს იღებენ, საზოგადოებისა და ქვეყნის სასიკეთოდ კი არაფერს აკეთებენ.

მისივე თქმით, არ უკვირს, რომ ენმ პრეზიდენტის გამოსვლას არ ესწრება.

„ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს პარლამენტში ფიქციის სახით არის წარმოდგენილი, ისინი არაფერს აკეთებენ. ჩემთვის არ არის გასაკვირი, რომ არ იღებენ მონაწილეობას დღეს. ვისურვებდი, მოსულიყვნენ, დასწრებოდნენ გამოსვლას. მათ შეეძლოთ, მიეღოთ ამ პროცესში მონაწილეობა და ყოფილიყვნენ საპარლამენტო ცხოვრების ნაწილი, თუმცა ფაქტია, რომ ისინი ხელფასს იღებენ ბიუჯეტიდან და არაფერს აკეთებენ ჩვენი საზოგადოებისა და ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 12:00 საათზე არლამენტში მოხსენებით გამოვა.

ენმ-ის განცხადებით, ისინი პრეზიდენტის ლეგიტიმურობას არ აღიარებენ და სხდომას არ დაესწრებიან.

 

იტვირთბა....