ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ბუნებრივია, ამ საკითხში პროკურატურა მხარეა – კაპანაძე “თიბისის” საქმეზე

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, სერგი კაპანაძის განცხადებით, “თიბისი ბანკის” საქმეში პროკურატურა მხარეა.

როგორც მან პირველ არცხს განუცხადა, მამუკა ხაზარაძის განცხადებებმა ბევრი კითხვა დატოვა და მისი მხრიდან შინაგან საქმეთა მინისტრის მიმართ სერიოზული ბრალდება გაისმა.

მისივე აზრით, „თიბისი ბანკი“-ს გარშემო განვითარებულ მოვლენებზე სიმართლის გარკვევის ერთადერთი გზა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნაა.

„ბუნებრივია, ამ საკითხში პროკურატურა მხარეა და მის მიერაა შეტევა განხორციელებული მამუკა ხაზარაძის მიმართ. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ინსტრუმენტი სწორედ პროკურატურაა. ერთადერთი გზა, რომ სიმართლე გაირკვეს, საპარლამენტო კომისიის შექმნაა. პროკურატურა ნებისმიერ ინიციატივას უგულვებელყოფს და იტყვის, რომ მნიშვნელოვანი არ არის. პროკურატურის სიტყვას ვერც ერთ შემთხვევაში ვერ ვენდობით, რადგან მხარეა“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

თიბისი ბანკის“ საქმეზე დროებითი საგამოძიები კომისიის შექმნას „ევროპული საქართველო“ ითხოვს.

იტვირთბა....