ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“თუ კობახიძის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყება, მხარს დავუჭერ” – ინაშვილი

ვიცე-სპიკერმა, ირმა ინაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პარლამენტში მენეჯმენტი და მართვის სტილი შესაცვლელია

მისი თქმით, საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარეს პარლამენტის ვიცე-სპიკერებთან ​არავითარი კოორდინაცია არ აქვს.

„დიდი ხანია ვსაუბრობ, რომ პარლამენტში მენეჯმენტი და მართვის სტილი შესაცვლელია. პარლამენტს პარლამენტის თავმჯდომარე მართავს. ვიცე-სპიკერებთან არავითარი კოორდინაცია არ არის და მთელი ამ ორი წლის განმავლობაში არ ყოფილა. ამაზე ორი წელია ვსაუბრობ, არაერთხელ ვთქვი, რომ პარლამენტის მენეჯმენტი უნდა შეიცვალოს. ამაზე საუბარი ახლა არ დავიწყე. თუ კობახიძის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყება, მე პირადად ირაკლი კობახიძეს ბიუროზე ვუთხარი, რომ ამას მხარს დავუჭერ“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

მისი შეფასებით, ეს თავად ირაკლი კობახიძისთვისაც სასიკეთო იქნება.

„ძალიან ცოტა დროა დარჩენილი და დაახლოებით ორ წელში ეს პარლამენტი მუშაობას დაასრულებს. გასათვალისწინებელია, რომ მოკლე პერიოდია დარჩენილი“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

დეპუტატმა, ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ შესაძლოა, პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თანამდებობიდან გადაყენების პროცედურები დაიწყოს.

იტვირთბა....