სალომე ზურაბიშვილი ფიქრობს,რომ ბიზნესი უნდა იყოს დაცული – ასე პასუხობს პრეზიდენტის პრესსპიკერი TBC ბანკის საქმესა და მამუკა ხაზარაძის განცხადებების შესახებ დასმულ კითხვას.
ტრადიციულ ბრიფინგზე მოისწრაფიშვილმა თქვა, რომ დაცული ბიზნესი მნიშვნელოვანია ეკონომიკური ზრდისა და საერთაშორისო ინვესტორებისთვის.
“ საქართველოს პრეზიდენტის აზრით, აუცილებელია ბიზნესი იყოს დაცული, მას ჰქონდეს თავისუფლად მუშაობის საშუალება. ამავე დროს მიმდინარეობს ძალაზე მწვავე პროცესი და აუცილებელია ამ პროცესში არცერთი კითხვა არ დარჩეს პასუხგაუცემელი. კითხვები აქვს საზოგადოებას ამ საქმესთან დაკავშირებით და ამ კითხვებზე პასუხი უნდა იქნას გაცემული,“- განაცხადა სალომე ზურაბიშვილის პრესსპიკერმა.
შეგახსენებთ, რომ “თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ გუშინ გამართულ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ ერთ-ერთი მაღალჩინოსნისგან (გიორგი გახარიასგან) მიიღო მუქარის წერილი, სადაც მათი რეპუტაციის დანგრევაზე იყო საუბარი.