aviabiletebi
მთავარი ციტატა

“ირაკლი თავისი ხასიათიდან გამომდინარე სერიოზულ პრობლემებს დაეჯახება პარტიის შიგნით” – ფოფხაძე

“ქართულ ოცნებას სერიოზული პრობლემები აქვს პოლიტიკური თვალსაზრისით და მარტო ე.წ ძველი თანამებრძოლების და ძველი თანაგუნდელების შენარჩუნებით ეს პრობლემა არ გადაწყდება. შეიძლება, ფორმალურად ეს ხალხი პარტიაში “დააბა” რაღაცით, დააიმედო, მაგრამ რეალობა ისაა, რომ გუნდის შიგნით თუ არ იქნება ელემენტარული დემოკრატია და განცდა, რომ ეს ხალხი თანამონაწილეა იმ პოლიტიკური პროცესის, რაც იქ მიდის, ეს იქნება ძალიან ფორმალური.

ფაქტია, რომ ოცნებაში პრობლემური სიტუაციაა, მე ვშიშობ, რომ ირაკლის ძალიან მძიმე ვითარება დახვდება პარტიაში და ის თავს კომფორტულად ვერ იგრძნობს. მგონია, რომ ირაკლი თავისი ხასიათიდან გამომდინარე ძალიან სერიოზულ პრობლემებს დაეჯახება პარტიის შიგნით”

aviabiletebi
ავიაბილეთები

გედევან ფოფხაძე

იტვირთბა....