“ჭიკაიძის დაბრუნებას ველი და მოვითხოვ. ხომ ხედავთ როგორი უინტერესო და არადინამიურია ჭიკაიძის გარეშე ქართული პოლიტიკა. ღარიბაშვილთან ერთად მის მექრთამე ამხანაგებს ზედელაშვილ-ჭიკაიძე-ჩხენკელებს არ აბრუნებენ?”, – ასე ეხმაურება “სამოქალაქო მოძრაობის” დამფუძნებელი ალეკო ელისაშვილი მმართველ პარტიაში ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნებას.
შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილიც ესწრებოდა, ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი პარტია „ქართულ ოცნებაში“ დაბრუნდა.