“ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნებაზე ისე მეკითხებით, თითქოს ლენინი ბრუნდებოდეს რევოლუციის წინა პერიოდში. დაბრუნდა… დაბრუნდა, რა იცვლება, რა შეიცვალა მისი მოსვლით ან წასვლით? ეტყობა ივანიშვილს უნდა საკენკი გადაუყაროს ე.წ. ძველ გვარდიას, უთხრას, ძველებსაც პატივს ვცემ, აი თქვენი ერთ-ერთი ჩემს მიერ გაგდებული ძველი შემოვაბრუნე, მაგრამ ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს.
თუმცა, მისი დაბრუნება ალბათ გამოიწვევს სერიოზულ განხეთქილებას მეორე მიმართულებით, ვინაიდან არიან ადამიანები რომლებიც ერთმანეთთან შეუთავსებელია და მათ შორის პარლამენტის ერთ-ერთ ჯგუფთან მას მოუწევს დაპირისპირება… თუნდაც იგივე კალაძის მიმართულებით”
რომან გოცირიძე