მთავარი სოციალური ქსელი ციტატა

“ივანიშვილის მარიონეტები მათი “ზავხოზის” ნამუსის მოსაწმენდად პარლამენტში სრულიად ახალ სიმდაბლეებს იპყრობენ”

“საოცარი ამბავია კომიტეტზე.

ივანიშვილის მარიონეტები მათი “ზავხოზის” თუ “ხაზეინისთვის” ნამუსის მოსაწმენდად პარლამენტში სრულიად ახალ სიმდაბლეებს იპყრობენ.

ხაზარაძემ თქვა, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, შინაგან საქმეთა მინისტრმა – გიორგი გახარიამ მუქარის შემცველი წერილი გამომიგზავნაო.

ქართული ოცნების დეპუტატები დალაგდნენ სიმაღლის მიხედვით და ხაზარაძეს სერიოზული სახეებით ეკითხებიან – შს მინისტრი რომ დაგემუქრათ, პროკურატურას ვერ უთხარით ამის შესახებო?

მე მაინც ვფიქრობ, ახლომდებარე პოლიციის განყოფილებისთვის უნდა მიემართა, ან იქნებ 112-ში მაინც დაერეკა?!”

ოთო კახიძე

იტვირთბა....