საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი ლიდერი, გია ჟორჟოლიანი, “პატრიოთთა ალიანსის” ფრაქციას შეუაერთდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ირმა ინაშვილი ავრცელებს.
“მოხარული ვარ, რომ ჩვენს ფრაქციას შემოუერთდნენ ბატონები – გია ჟორჟოლიანი და მირიან წიკლაური. ყოველთვის ვაფასებდი ამ ადამიანებს და მიხარია, რომ ამიერიდან მოგვეცემა საშუალება ვიმოქმედოთ, როგორც ერთი ფრაქციის წევრებმა, როგორც თანამოაზრეებმა და თანამებრძოლებმა,- მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით” – წერს ირმა ინაშვილი.
შეგახსენებთ, რომ გია ჟორჟოლიანმა კოალიცია “ქართული ოცნება” გასულ კვირას დატოვა.