პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა “მეტრონომთან” საუბრისას ხაზარაძის განცხადება შეაფასა.
ხაზარაძის განცხადერბა ეხებოდა მუქარის შემცველი წერილის მიღებას, რომელიც მისი თქმით გახარიამ გაუგზავნა.
ხუხაშვილის თქმით, ხელისუფლების ძალაუფლების დეგრადაცია სახეზეა.
“თუ დადასტურდება, რომ მუქარის შემცველი წერილი არსებობს, ეს ძალინ მძიმე თემა იქნება. ბუნებრივია ჩვენ უნდა ვიცოდეთ სად ვცხოვრობთ.
სურათი ძალიან მძიმეა ყველა მიმართულებით. ჩვენ თუ მთელ სურათს შევხედავთ ტენდენციებმა ძალიან სახიფათო მიმართულება მიიღო, არამხოლოდ ბიზნესის მიმართულებით. ვხედავთ რა ხდება მართლმსაჯულებაშიც და სხვა სფეროებშიც. ასე რომ ხელისუფლების ძალაუფლების დეგრადაცია სახეზეა. შესაბამისად ეს უკვე სისტემური პრობლემაა და არამხოლოს ხაზარაძის. ესაა სისტემური სახელმწიფოებრივი პრობლემა რასაც უკვე თერაპიულად ვეღარ ვმუკრნალობთ და ქირურგიული ჩარევა ხდება საჭირო” – განაცხადა გია ხუხაშვილმა ‘მეტრონომთან” საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ დღეს მამუკა ხაზარაძემ პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოდის.