რუსთავში გუშინ, გვიან ღამით მხუთავი აირი CO-თი მოწამვლის ფაქტი დაფიქსირდა. როგორც ირკვევა, ბუნებრივი აირის გამონაბოლქვით ოჯახის 7 წევრი მოიწამლა, საიდანაც აქედან 6 ბავშვია, ერთი კი – ბებია. ბავშვები სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ ქალაქის ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანა. ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.
გავრცელებული ინფორმაციით, დედა აბაზანაში ბავშვებს აბანავებდა, რა დროსაც, ერთმა მათგანმა გონება დაკარგა. წინასწარი ინფორმაციით, ინტოქსიკაციის მიზეზი ტექნიკური ნორმების დარღვევით დამონტაჟებული წყლის გამათბობელია.