სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 4 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის ზოგიერთ უბანს. ამის შესახებ ინფორმაციას “თელასი” ავრცელებს.
“ნაძალადევის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ურიდიას, ქებურიას, სტურუას, ასათიანის, ცოტნე დადიანის, მახალდიანის, კიკნაძის, მიქატაძის, ჩხიკვაძის და მანჯგალაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოსტავას, ოჟიოს, 26 მაისის და მიროტაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების, ვაზისუბნის II მიკრორაიონის (ნაწილობრივ) და კვაჭანტირაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), რობაქიძის გამზირის (ნაწილობრივ) და დიღმის მასივის III კვარტლის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 12 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რობაქიძის გამზირის (ნაწილობრივ) და დიღმის მასივის III კვარტლის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – ნათქვამია “თელასის” განცხადებაში.