aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ვენაში დაკარგული ქართველი სტუდენტი იტალიაში იპოვეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ვენაში დაკარგული ქართველი სტუდენტი, ანრი ლომიძე იტალიაში იპოვეს. როგორც  ლომიძის ახლობლებმა განაცხადა, ის ფლორენციის ერთ-ერთ საავადმყოფოში იმყოფება და მას სავარაუდოდ, ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება.

არსებული ინფორმაციით, დაზარალებული საავადმყოფოში უცნობმა პირმა მიიყვანა. როგორ მოხვდა ქართველი სტუდენტი ავსტრიიდან იტალიაში, ჯერჯერობით უცნობია. ინფორმაციას ინეტრპრესნიუსი ავრცელებს.

ქართველი სტუდენტის პოვნის შესახებ ინფორმაციას  საგარეო საქმეთა სამინისტროშიც ადასტურებენ.

არსებული ინფორმაციით, ვენაში უკრაინელ სტუდენტებსა და ლომიძეს შორის მცირე კონფლიქტი მოხდა, რის შემდეგაც ქართველმა სტუდენტმა უცხოელ მეგობრებთან ერთად ნაქირავები ბინა დატოვა. სტუდენტის გაუჩინარების შესახებ ინფორმირებული იყო ავსტრიის პოლიცია, ასევე საქართველოს საელჩო და საგარეო საქმეთა სამინისტრო.

იტვირთბა....