“ჩემი ცოლის დაქალების” მსახიობი ანი ჩირაძე სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად სცნო. ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.
მსახიობი 1 200 ლარით დააჯარიმეს.
თუ კონკრეტულად რა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის სცნეს ის დამნაშავედ უცნობია, თუმცა ერთ-ერთი პირის განცხადებით, ჩირაძემ პატრულის თანამშრომელს შეურაცხყოფა მიაყენა, კერძოდ კი, შეაგინა.
თავად მსახიობმა განაცხადა, რომ კომენტარის გაეთება არ სურდა და რომ „მეგობარს მოყვა“.
საქმეზე შსს კომენტარს არ აკეთებს.