ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ბელარუსი მზად არის, რუსეთთან ერთიანი ვალუტა ჰქონდეს, ოღონდ ის არ უნდა იყოს არც ბელარუსული .
„თანახმა ვართ. რა თქმა უნდა, თქვენ გექნებათ რუბლი და ჩვენც გვექნება რუბლი. ის არ იქნება არც რუსული და არც ბელარუსული, არამედ საერთო“,- განაცხადა ლუკაშენკომ .
ამასთან, ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ მნიშველობარ აქვს, სად იქნება განთავსებული ემისიის ცენტრი.
„არ აქვს მნიშვნელობა, სად განთავსდება ეს ცენტრი, დაე იყოს სანქტ- პეტერბურგში, რუსეთს პრეზიდენტის სამშობლოში, ჩემს საყვარელ ქალაქში“,- განაცხდა ალექსანდრ ლუკაშენკომ.