ვფიქრობ, პროკურატურას უფრო საინფორმაციო დღის წესრიგი აქვს, ვიდრე საგამოძიებო. ასეთი შთაბეჭდილება რჩება, რადგან ძირითადად რაღაც ინფორმაციის გავრცელებით არიან დაკავებულნი და დღევანდელი ბრფინგიც ვფიქრობ განმეორება იყო. ის, რაზეც ისაუბრა დღეს პროკურატურამ, თავდაპირველად როდესაც გაჟონა ინფორმაციამ ერთ-ერთ სააგენტოში, იგივე თქვეს, მეტიც, იქ უფრო მეტი ინფორმაცია ეწერა. როგორ გაჟონა გამოძიების მასალებმა, ეს ერთი ძალიან დიდი პრობლემაა. როგორც ჩანს პირველი ბრიფინგის შემდეგ ხელისუფლებას ჰქონდა იმედი, რომ საზოგადოებრივი აზრი ჩამოყალიბდებოდა ხაზარაძის წინააღმდეგ, გამომდინარე იქიდან, რომ ბანკირები ამ ქვეყანაში დიდად არ უყვარს ხალხს, მაგრამ ეს მიზანი ვერ შესრულდა და როგორც ჩანს ვიღაც დაიძაბა ამის გამო და კატეგორიულად მოინდომა შეხსენება საზოგადოებისთვის, რომ რაღაც საშინელება ხდება აქ. პროკურატურა იძულებული გახდა, განმეორება ცოდნის დედაას პრინციპით, ჩაერიხინებინა კიდევ ორი ახალი დეტალი, რასაც მოჰყვება დაგეგმილი კამპანია, საინფორმაციო შტურმი. საქართველოს პროკურატურა დაკავებულია საინფორმაციო შტურმით და არა რეალური გამოძიებით
გია ხუხაშვილი
პალიტრანიუსის გადაცემა “360 გრადუსი”