თბილისის მერიის გადაწყვეტილებას, რომელიც ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის 62 მილიონის სესხებას გეგმავს, ოპოზიციის წევრები აკრიტიკებენ. მერიის თქმით თანხას ცენტრალური ბიუჯეტი გადაიხდის.
ოპოზიციის წევრები საკრებულო ხმაურიან სხდომას აანონსებენ. ისინი მილიონობით ლარის არამიზნობრივად დახარჯვაზე მიუთითებენ. მათი ინფორმაციით, სესხის ძირითადი ნაწილი ბიუროკრატიაზე, ასევე მერის პიარზე დაიხარჯება.
ოპოზიციის წევრების თქმით, მაშინ როდესაც დედაქალაქში უამრავი სოციალური პრობლემაა, მთავრობის პრიორიტეტი ამ პრობლემები მოგვარება უნდა იყოს.
„მნიშვნელოვანია, თბილისელებმა იცოდნენ, რომ დედაქალაქის მერია, რომ მიიღებს სესხს, ეს სესხი რაში იხარჯება. რაში იხარჯება და 3 მილიონ 700 ათასი ლარი გათვალისწინებულია დანა-ჩანგლის ხმარება რომ ისწავლონ იმ სამსახურისთვის და დამატებით კალაძის პიარისთვის, ალბათ, ერთი Self-ის ჯოხი არ ჰყოფნის და ორი Self-ის ჯოხით რომ იაროს. ვიცით, რომ დედაქალაქის მერიის ინიციატივა არის, რომ 50 თეთრი ეღირება საათობრივი პარკირება. საკრებულოს ოპოზიცია ამ ბიუჯეტს მხარს ვერ დაუჭერს,“ – ლევან ხაბეიშვილმა.
ბიუჯეტის პროექტთან და სესხის აღებასთან დაკავშირებით განმარტება საკრებულოს ფრაქცია “ქართულ ოცნებაში” გააკეთეს.
„62 მილიონი ლარი არის საკრედიტო ხაზი, რომელიც გახსნა თბილისის მერიამ, რომელიც დაიფარება ცენტრალური ბიუჯეტიდან. რომ არ დავლოდებოდით, სანამ არ გადმოგვცემდნენ ამ თანხას, მანამდე ინფრასტრუქტურული პროექტის შესრულება გვიგვიანდებოდა. რაც შეეხება დანა-ჩანგალს, ამაზე ინფორმაცია არ მაქვს. პროექტი, რომელიც დააინიცირა თბილისის მერმა, იქ არც ფასზეა ლაპარაკი და არც ზონირებაზე,“- განაცხადა საკრებულოს ფრაქცია ”ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან ჟორჟოლიანმა.