პოეტი დავით მაღრაძე ბოლო დროს ქვეყანაში განვითრებულ პოლიტიკურ მოვლენებზე, ტელეკომპანია პირველის გადაცემა პოლტმეტრში საუბრობს.
დავით მაღარაძემ ხელისუფლება მკაცრად გააკრიტიკა.
“ვფიქრობ რომ ისევ იმ გზაზე ვდგავარ რა გზაზეც ვიდექი, თუ ხელისუფლება გადავიდა ამ გზიდან რა თქმა უნდა ეს გაუგებრობა და ეს პროტესტი გაიზრდება, მთელი სიმძაფრითაც გაიზრდება, რაც უფრო მეტად ჩათვლიან, რომ იგნორირება უნდა გაუწიონ საზოგადოებასა და მოსახლეობას, მით უფრო გამძაფრდება ეს პროტესტი. არ ვიცი რა ამპარტავნებაშია შესული, მაგრამ შთაბეჭდილება მრჩება, რომ უთქვენოდაც მაგრები ვართ, ჩვენ ამომრჩეველიც არ გვჭირდება, ჩვენ მარტოებიც გავალთ არჩევნებზე, როგორც მხედარმთავარი მაკედონელიც კი, არავისთან პარალელს არ ვავლებ, მაგრამ მაკედონელიც ვერ გაიმარჯვებდა ჯარის გარეშე, ისე პოლიტიკოსი არჩევნებს ამომრჩევლის გარეშე ვერ იგებს. თუ თავაზიანობა და მოკრძალება დაკარგეთ შეგიძლიათ წაბრძანდეთ პოლიტიკური სივრციდან სანამ, მიგითითებთ კარისკენ.” – განაცხადა მაღრაძემ პოლიტმეტრში.