aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“იმედს ვიტოვებ, რომ სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი შეაქცევს ზურგს ივანიშვილს” – მელია

aviabiletebi
ავიაბილეთები

ნიკა მელია იმედოვნებს, რომ ივანიშვილს უფრო მეტი ადამიანი შექცევს ზურგს.

როგორც მელიამ „იმედის“ გადაცემაში – „პირისპირ“ ჩართვისას აღნიშნა, ივანიშვილისთვის ზურგის შექცევის მიზეზი იქნება ის, რომ თავად მან შექცია ყველას ზურგი.

„დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იმედს ვიტოვებ, რომ სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ზურგს შეაქცევს ბიძინა ივანიშვილს „ქართული ოცნების“ გუნდის შიგნითაც. რატომ, იცით? იმიტომ, რომ ივანიშვილმა დიდი ხანია ყველას და ყველაფერს ზურგი შეაქცია და პირველ რიგში იმ ხალხს, ვისაც სჯეროდა ამ ადამიანის; იმ ხალხს, ვისაც უკეთესი უნდოდა საქართველო ეხილა 2012 წლიდან და არა უარესი. და იმ ადამიანმა, ივანიშვილმა, რომელმაც ღიად უკვე განაცხადა, რომ ჩემი მეგობარი, ჩემი საუკეთესო ნდობით აღჭურვილი პირი იქნება ბატონი მურუსიძე და ბატონი ჩინჩალაძე და თქვენ იქ რას ლაპარაკობთ საერთოდ არ მაინტერესებს, ეს კიდევ უფრო ბევრის მეტყველი არის“, განაცხადა ნიკა მელიამ.

იტვირთბა....