„ზვიადი [კვაჭანტირაძე, რა თქმა უნდა, ჩვენთან ერთად იქნება და ჩვენ ერთად გავაგრძელებთ პოლიტიკურ პროცესებსაც”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ყოფილმა წევრმა, ეკა ბესელიამ განაცხადა.
“ის თანამოაზრე იყო ჩვენი და თანამოაზრედ რჩება. ჩვენ ერთად გავაგრძელებთ პოლიტიკურ ნაბიჯებსაც. მე არ მახსოვს საკითხი, რაზეც ჩვენ განსხვავებული ხედვა გვქონია,“-განაცხადა ეკა ბესელიამ.
ზვიად კვაჭანტირაძემ საპარლამენტო უმრავლესობა გუშინ, 27 თებერვალს დატოვა.
ზვიად კვაჭანტირაძემ საპარლამენტო უმრავლესობას გუნდიდან გასვლის შესახებ გადაწყვეტილება ელექტრონული ფოსტით აცნობა. ის ამ დროს ბაქოში მივლინებით იმყოფებოდა.
მანამდე კი უმრავლესობა დატოვეს ეკა ბესელიამ, ლევან გოგიჩაიშვილმა, გედევან ფოფხაძემ და ბექა ნაცვლიშვილმა.