ვიეტნამში აშშ-ის პრეზიდენტისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის შეხვედრა დაიწყო.
დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრა სასტუმრო „მეტროპოლში“ მიმდინარეობს. ჟურნალისტებთან საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ჰანოის სამიტი წარმატებული იქნება.
ორი ქვეყნის ლიდერის მოლაპარაკების მთავარი თემაა კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღება. აშშ-ისა და ჩრდილო კორეის ლიდერები რიგით მეორე სამიტს მართავენ. დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის პირველი შეხვედრა გასული წლის ივნისში სინგაპურში გაიმართა.