ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კობა ნარჩემაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას არ გამორიცხავს

კობა ნარჩემაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას არ გამორიცხავს. მისი თქმით, მორალურად მიუღებელი იქნება, დარჩეს გუნდში მაშინ, როდესაც ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით საწინააღმდეგო მოსაზრება ექნება.

„თუკი ოპონირების რეჟიმში იქნება თემები, რომლებიც აზრთა სხვადასხვაობას გამოიწვევს, უბრალოდ მორალურად იქნება მიუღებელი ჩემთვის, თან ვიყო უმრავლესობაში, თან ვიყო წინააღმდეგი რიგი საკითხებისა, ასე რომ ამას არ გამოვრიცხავ,” – განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.

ნარჩემაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის შესაძლო დაშლის საკითხზეც ისაუბრა.

„დაშლა არის ხმამაღალი ნათქვამი. დაშლა ნიშნავს, რომ აღარ არსებობს ერთობა. ასეთი ერთობა არსებობს საკმაოდ დიდი შემადგენლობით. დანარჩენში ვხედავ პოლიტიკურ ლოგიკურ პროცესს, რაც უნდა ახასიათებდეს ზოგადად პოლიტიკას,”- განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მმართველი გუნდი უკვე დატოვეს ეკა ბესელიამ  ბექა ნაცვლიშვილმა და გედევან ფოფხაძემ.

იტვირთბა....