ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

დრონების დარტყმის შედეგად მუშაობა რუსეთის კიდევ ერთმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ შეაჩერა

Reuters ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ცნობას, რომლის მიხედვითაც, უკრაინული დრონების დარტყმის შედეგად მუშაობა რუსეთის კიდევ ერთმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ შეაჩერა.

გავრცელებული ცნობის მიხედვით, სარატოვის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ ოთხშაბათს, 8 ივლისს, დრონების დარტყმის შედეგად მიღებული დაზიანებების გამო მუშაობა შეაჩერა.

გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ დრონებმა პირველადი გადამუშავების დანადგარი CDU-6 დაბომბეს, რომლის სიმძლავრე 20 ათასი ტონაა დღეში. ეს ერთადერთი მსგავსი დანადგარია ქარხანაში.

8 ივლისს სარატოვის ოლქის გუბერნატორმა, რომან ბუსარგინმა განაცხადა, რომ დარტყმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე დაშავდა და ასევე „სამოქალაქო სამრეწველო ობიექტები“ დაზიანდა.

შეგახსენებთ, უკრაინული დრონის დარტყმის შედეგად მუშაობა შეაჩერა რუსეთის ყველაზე დიდმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ, რომელიც ომსკში მდებარეობს.

იტვირთბა....