ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ბევრი მიზეზი მაქვს, რის გამოც ვტოვებ ფრაქციას” – ფოფხაძე

დეპუტატი გედევან ფოფხაძე ადასტურებს, რომ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ფრაქციიდან გასვლის შესახებ განცხადებით მიმართა.

ყოფილი უმრავლესობის წევრის თქმით ელექტრონული წესით განცხადება იმის გამო გაგზავნა, რომ პროცესი ტექნიკურად არ გახანგრძლივდეს.

„ეს იმიტომ გავაკეთე, რომ ბიუროზე დროზე მოხვდეს და დროში არ გაიწელოს საკითხი. ორშაბათს, 12:00 საათზე შევხვდები ჟურნალისტებს და იქ ვილაპარაკებ უფრო დასაბუთებულად. ბევრი მიზეზი მაქვს, რის გამოც ვტოვებ ფრაქციას.

მინდა, გამართულად დავალაგო აზრები და საზოგადოებისთვის გასაგები გახდეს ჩემი გადაწყვეტილება, რადგან ამას აუცილებლად მოჰყვება თავდასხმები ჩემი ყოფილი თანაგუნდელებისგან, ყოველ შემთხვევაში ნაწილისგან. მინდა, იმდენად გასაგებად ავუხსნა ეს ყველაფერი საზოგადოებას, რომ მათ სპეკულაციებისთვის სივრცე არ დავუტოვო“, – განაცხადა პირველ არხთან საუბრისას გედევან ფოფხაძემ.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ დღეს განაცხადა, რომ დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ მას ფრაქციის დატოვების შესახებ მიმართა.

იტვირთბა....