ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ეკა ბესელია კობახიძის იმპიჩმენტის საკითხის დაყენებას არ გამორიცხავს

ზვიად კვაჭანტირაძის პარტიიდან შესაძლო წასვლის თაობაზე, ყოფილი უმრავლესობის წევრი, ეკა ბესელია აცხადებს, რომ ის ზვიად კვაჭანტირაძეს ესაუბრა და საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ განცხადებას უმრავლესობის წევრი პირადად გააკეთებს.

ბესელია ამბობს, რომ უმრავლესობის რიგების დატოვებას, ბევრი დეპუტატი აპირებს.

გარდა ამისა, ბესელია ამბობს, რომ ფრაქციის შექმნას აპირებს და ეს არ გაუჭირდება, რადგან, მისი თქმით, პარლამენტში საკმარისი ადამიანები ჰყავს.

„ზვიადი ჩემი მეგობარია და ძალიან გამოცდილი დიპლომატია, პოლიტიკოსია. 2011 წლიდან, პირველი ნაკადი რომ იყო, ის ვინც ამ ახალ მოძრაობას შეუერთდა, ზვიადი იმ დღიდან არის ჩვენთან ერთად. გუშინ ვესაუბრე, მას ეს განწყობა აქვს, მაგრამ თვითონ გამოაცხადოს თავის გადაწყვეტილების შესახებ. ვნახოთ სხვებიც, ბევრი ფიქრობს,“ – აცხადებს ეკა ბესელია.

ეკა ბესელია პარლამენტის თავმჯდომარის შესახებაც საუბრობს და ამბობს, რომ ირაკლი კობახიძე სათანადოდ ვერ აცნობიერებს რეალობას. ბესელიას თქმით, პარლამენტი არ არის საკუთარი “საძმაკაცოს” ადგილი.

„მე მგონი ვერ ხვდება რა ხდება დღეს, რა პროცესი მიმდინარეობს, სამწუხაროდ. ის, რომ ამ პროცესს ისე აფასებდეს, როგორც უნდა აფასებდეს, სამწუხაროდ, არ დაუშვებდა ასეთ ფატალურ შეცდომებს და პარლამენტი არ გახდებოდა 5 კაცის სათარეშო ადგილი. ეს არ არის ის ინსტიტუცია, სადაც საძმაკაცო, სამეგობრო და სადაქალო შეიძლება არსებობდეს. ეს არის პარლამენტი, წარმომადგენლობითი ორგანო. მე წინ პარლამენტში ძალიან ბევრი რამ გავაკეთე, რომ ეს ინსტიტუციური სიძლიერე ეჩვენებინა პარლამენტს და გული დამწყდა, როდესაც დავინახე, როგორ ინგრევა რაც ძალიან დიდი რუდუნებით, 4 წელი ვაშენეთ. მე მგონი, ამას უბრალოდ ვერ აცნობიერებს. თუ ამას განზრახ აკეთებს, კიდევ უფრო დიდი უბედურებაა,“ – განაცხადა პრალამენტის წევრმა და განაცხადა, რომ ირაკლი კობახიძის იმპიჩმენტს არ გამორიცხავს.

იტვირთბა....