ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

Air France პარიზი-თბილისი-პარიზის მიმართულებით ფრენებს 31 მარტიდან დაიწყებს

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ავიაკომპანია Air France-ს პარიზი-თბილისი-პარიზის მიმართულებით ფრენების ნებართვა მიენიჭა

Air France საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებას 31 მარტიდან დაიწყებს. რეგულარული ფრენები პარიზი-თბილისი-პარიზის საჰაერო ხაზზე 2019 წლის 23 ოქტომბრამდე, კვირაში ორი სიხშირით, შემდეგი განრიგით განხორციელდება: ჩამოფრენა კვირას და ოთხშაბათს, გაფრენა — ორშაბათსა და ხუთშაბათს. რეისები Airbus A320 და A321 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.

იტვირთბა....