ემზარ კვიციანის მტკიცებით სპეცსასამხურები დაოჯახების ცენტრის შექმნას აფერხებენ. პატრიოტთა ალიანსის წევრი განმარტავს, რომ ცენტრის შექმნა “ემიგრანტების დაკვეთა” იყო და მათი შემოწირულობით უნდა იმუშაოს.
მისი თქმით, სპეცსასამხურებმა მიაკითხეს ემიგრანტ ბიზნესმენებს იმისთვის, რომ ისინი შეეჩერებინათ.
კვიციანი არ აკონკრეტებს, რომელ სპეცსასამხურებზეა საუბარი, თუმცა აფრთხილებს მათ შეჩერდნენ და მიატოვონ სამშბლოს ღალატი.
კვიციანმა ასევე განმარტა, რომ ცენტრის მიზანი არ არის შეყვარებულების აღრიცხვა. მისი თქმით, ეს ფრაზა უბრალოდ საუბრისას ახსენა და მედიასაშუალებები “გამოეკიდნენ”. მისივე თქმით, ცენტრის მიზანი დემოგრაფიული პრობლემების მოგვარებაა.
შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ახალგაზრდებს ოჯახებს დაეხმარება, უკვე დაფუძნებულია. დეპუტატი განმარტავს, რომ თავად იქნება ამ ორგანიზაციის ლობი. კვიციანის თქმით, ცენტრი დაეხმარება დაოჯახებულ წყვილებს, რომლებიც საცხოვრებლად წავლენ მთაში.