ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სასწავლო-საწყლოსნო კომპლექსი “ოლიმპიკი“ თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების სწორი არჩევანია

სასწავლო-საწყლოსნო კომპლექსი “ოლიმპიკი” მომხმარებელს უმაღლეს ხარისხს სთავაზობს.
სასწავლო-საწყლოსნო კომპლექსი “ოლიმპიკი” დღეს ბაზარზე საკმაოდ მაღალი ნდობით სარგებლობს, რასაც კმაყოფილი მომხმარებლის დიდი რაოდენობა ადასტურებს.
სწორედ ამიტომ „მეტორნომმა“ გადაწყვიტა, თავად მომხმარებლისგან გაეგო სასწავლო-საწყლოსნო კომპლექს “ოლიმპიკის” შესახებ ობიექტური და ზუსტი შეფასება.
გივიკო ასანიძე, გახსნის დღიდან სასწავლო-საწყლოსნო კომპლექს “ოლიმპიკის“ ერთგული მომხმარებელია. ის ყველა იმ უპირატესობაზე გვესაუბრება რაც „ოლიმპიკს“ ბაზარზე სხვა აუზებისგან გამოარჩევს.
„ჩემთვის უმთავრესი აუზის ადგილმდებარეობაა. კომპლექსში სხვებთან განსხვავებით არის დიდი აუზი და თანამედროვე ტრენაჟორები. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სტაფი არაჩვეულებრივია და რაც მთავარია პროფესიონალებით დაკომპლექტებული.
მრავალ დარბაზში ვარ ნამყოფი და მსგავსად არსად არ არის დაცული სანიტარული ნორმები ისე, როგორც სასწავლო-საწყლოსნო კომპლექს “ოლიმპიკში“. ასვე მისაღებია ფასები. ჩემთვის და ბევრი ჩემი მეგობრისათვის ძალიან კომფორტულია „ოლიმპიკში“ შექმნილი არაჩვეულებრივი გარემო. ჩვენს ქალაქში მანქანის დაპარკინგება დიდ სირთულეს წარმოადგენს, აქედან გამომდინარე კმაყოფილი ვარ, რომ „ოლიმპიკში“ საპარკინგე ადგილის პოვნაზე პრობლემა არ მექმნება.
ვისურვებდი, რომ აუზი ყოველ დღე იყოს ღია, რადგან შაბათ-კვირას მომუშავე პირებისთვისაც იყოს ხელმისაწვდომი.
კიდევ ერთხელ, მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო მეგობრულ სტაფს. მე მიყვარს „ოლიმპიკი“ – განაცხადა „მეტრონომთან“ საუბარში გივიკო ასანიძემ.

სასწავლო-საწყლოსნო კომპლექსი “ოლიმპიკი“ თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების სწორი არჩევანია.

იტვირთბა....