ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს საზოგადოების ნდობა არ აქვს და მსგავსი შეხვედრები სერიოზულ ზიანს აყენებს საქართველოს ფინანსურ სისტემას.
გოცირიძე კობა კვენეტაძის გადადგომას ითხოვს და აღნიშნავს, რომ ეროვნული ბანკი დაიშალა.
”პარლამენტი იშლება ფაქტობრივად, საპარლამენტო უმრავლესობის სახით და საწუხაროა ის ფაქტი, რომ დაიშალა ეროვნული ბანკი. მისი პრეზიდენტი არის ივანიშვილის მძევალი , ის არის ფაქტობრივად ამ გარემოებათა ტყვე. მან დაკარგა ყოველგვარი მორალური უფლება, რომ იყოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი, მას არ აქვს ნდომა საზოგადოების წინაშე. მისი ყოველი დღე და მსგავსი შეხვედრები სერიოზულ ზიანს აყენებს საქართველოს ფინანსურ სისტემას. დღეს მომხადარი ამბის შემდეგ ერსოვნული ბანკის პრეზიდენტი უნდა გადადგეს”, – განაცხადა რომან გოცირიძემ