მთავარი ციტატა

“სერიოზული სახეებით გვეუბნებით, ზიანი შეიძლება მიადგეს თიბისი ბანკს და კითხვები არ დაუსვათ ეროვნულ ბანკსო”

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან მოვისმინეთ ცინიკური განცხადებები, რომ თურმე კითხვა-პასუხი დააზიანებს საფინანსო ინსტიტუტს. მე მინდა ყველას შეგახსენოთ, რომ საფინანსო ინსტიტუტი კითხვა-პასუხით კი არ ზიანდება, საფინანსო ინსტიტუტს უკვე გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, რომელმაც გააკეთა განცხადება, სადაც ვრცლად არის მიმოხილული მთელი პერიპეტიები და ფულის გამთეთრებლის იარლიყი მიაწება სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს და მის მოადგილეს. ეს ზიანი შემდგომ განაგრძო მთელმა სახელისუფლო  Facebook ტროლგვერდებმა, რომელიც მანამდე თქვენი საპრეზიდენტო კანდიდატის კამპანიაში იყო ჩართული. ამ შეტევაში ასევე მონაწილეობდა მთავრობის დაქვემდებარებაში მყოფი ფინანსური მონიტორინგის სამსახური და ახლა თქვენ გვიმტკიცებთ, სერიოზული სახეებით გვეუბნებით, რომ ზიანი შეიძლება მიადგეს თიბისი ბანკს და ამიტომ კითხვები არ დაუსვათ ეროვნულ ბანკსო”.

ოთარ კახიძე, “ევროპული საქართველოს” წევრი
ამ სიტყვებით კახიძემ მიმართა მართველ გუნდს ეკონომიკური კომიტეტის სხდომაზე, სადაც თიბისის საქმესთან დაკავშირებით ბანკის დამფუძნებლები – მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, ასევე სებ-ის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე იმყოფებიან.

იტვირთბა....