მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პარლამენტში ხვალისთვის დაგეგმილ საკომიტეტო მოსმენაზე მისვლას გეგმავენ, – ამის შესახებ ინფორმაციას “პირველი არხი” ავრცელებს.
„თიბისი ბანკთან“ დაკავშირებულ პროცესზე განხილვა პარლამენტში ძალაშია. შესაბამისად, საკანონმდებლო ორგანოში მისვლას გეგმავენ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე“,- განაცხადეს „თიბისი ბანკში“.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის მოხსენება ხვალ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზეა დაგეგმილი. პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, მოხსენების პირველი თემა ეროვნული ბანკის მიერ შემოღებულ ახალ რეგულაციებს ეხება, ხოლო მეორე „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებულ პროცესებს.
ამასთან, ეროვნულ ბანკს „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებული საკითხის პარლამენტში განხილვა მიზანშეწონილად არ მიაჩნია.