ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ წევრის, ადა მარშანიას განცხადებით, დეპუტატ დავით ჭიჭინაძის გადაწყვეტილება, ფრაქციის დატოვების შესახებ, მოულოდნელი არ ყოფილა.
როგორც ადა მარშანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ჭიჭინაძე მათ ფრაქციაში რამდენიმე თვის წინ შევიდა, რათა „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ მომზადებული რეზოლუცია „სააკაშვილ-ბოკერიას დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადების შესახებ“ მიღებულიყო.
ფრაქციას სხვა დეპუტატის წარსადგენად ერთკვირიანი ვადა აქვს, ადა მარშანიას აზრით, იმ შემთხვევაში, თუ ფრაქცია დაიშლება, მათი მუშაობის მიზნები არ შეიცვლება.
შეგახსენებთ დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი“ დღეს დატოვა.