დეკანოზ გიორგი მამალაძესთან საპატიმროში მისი უფლებადამცველი დავით ჯანდიერი იმყოფება.
#18 საპყრობილესთან იმყოფება მსჯავრდებული დეკანოზის ძმა, თორნიკე მამალაძეც. ის ადვოკატისგან ელოდება პასუხს მისი ძმის ჯანმრთელობის თაობაზე. როგორც თორნიკე მამალაძე აცხადებს, მას აქვს ინფორმაცია, რომ დეკანოზის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა.
„იყო სახალხო დამცველის წარმომადგენელი შესული და მან გვითხრა რომ ისევ ისეთი მდგომარეობა არის. პარალიზებული რჩება ჩემი ძმა. სამწუხაროდ გადმოყვანასთან დაკავშირებით თავდაპირველად ღუდუშაურის ექიმებმა გვითხრეს რომ ჩვენი გაწერილი არ არის. რის შემდეგაც 10 წუთის შემდეგ შეცვალეს ჩვენება და თქვენს რომ მათი გაწერილია. რის შედეგადაც ეს ექიმი ავად გახდა. ეს არის მიზანმიმართულად იქით მიმართული, რომ ჩემს ძმას გამოუტანეს სასიკვდილო განაჩენი. მისი გადმოყვანა ციხის საავადმყოფოში კატეგორიულად არ შეიძლებოდა”- განაცხადა თორნიკე მამალაძემ.
შეგახსენებთ, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე ჯანმრთელობის გაუარესების გამო საპყრობილიდან ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს.