ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“თავისუფლება ყოველთვის ამარცხებს ოკუპაციას” – ბახტაძე

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჩვენივე ისტორია გვაძლევს მაგალითს, რომ თავისუფლება ყოველთვის ამარცხებს ოკუპაციას და ეს ასე მოხდება.

მისივე თქმით, ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი ისტორია არის ბრძოლა თავისუფლებისათვის.

“დღეს არის უმძიმესი დღე საქართველოს ისტორიაში, საბჭოთა ოკუპაციის დღე. ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი ისტორია არის ბრძოლა თავისუფლებისათვის და დღესაც ჩვენი ტერიტორიის დიდი ნაწილი არის ოკუპირებული. ჩვენივე ისტორია გვაძლევს მაგალითს, რომ თავისუფლება ყოველთვის ამარცხებს ოკუპაციას და ეს ასე მოხდება. ქედს ვიხრი ყველა ქართველი გმირის წინაშე, რომელმაც თავი შესწირა სამშობლოს თავისუფლებას და დამოუკიდებლობას” – განაცხადა ბახტაძემ.

იტვირთბა....