ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გედევან ფოფხაძე ბრიფინგს ორშაბათს გამართავს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გედევან ფოფხაძე ბრიფინგს ორშაბათს, 25 თებერვალს გამართავს და ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით ვრცლად ისაუბრებს.

„მინდა, მშვიდ, წყნარ ატმოსფეროში გავმართო დასაბუთებული და გააზრებული, არგუმენტირებული ბრიფინგი. ბრიფინგზე მომეცემა საშუალება, სრულად გავშალო თემები, რომლებიც ბოლო დროს ხდებოდა. ორშაბათს ყველაფერს გეტყვით. გავაკეთებ ოფიციალურ განცხადებას“, – აღნიშნა გედევან ფოფხაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს ეკა ბესელიამ „ქართული ოცნება“ და საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა.

იტვირთბა....