ახალი ამბები მთავარი სამართალი

მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით, დეკანოზი მამალაძე ციხის საავადმყოფოში გადაჰყავთ

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით, დეკანოზი სასჯელაღსრულების მე-18 დაწესებულების საავადმყოფოში გადაჰყავთ.

როგორც ის სოციალურ ქსელ Facebook-ზე წერს, დეკანოზისთვის სრულყოფილი დიაგნოზი ჯერ არ დაუსვამთ.

“როგორც შემატყობინეს დეკანოზი გიორგი მამალაძე გადაჰყავთ სასჯელაღსრულების მე-18 დაწესებულებაში ანუ ციხის საავადმყოფოში – “რეზბალნიცაზე”.სრულყოფილი დიაგნოზი ჯერ არ გააჩნიათ. ექიმები ვერ ადგენენ დიაგნოზს, არ არის ჯერ ექსპერტიზის დასკვნა, პირადი ექიმის განცხადებით,  დეკანოზის საპატიმროში ყოფნა დაუშვებელია, რადგანაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. მას ეს ყველაფერი მოუწყვეს და ახლა მიჰყავთ ისევ საპატიმროში. სამედიცინო კლინიკებში ვერ დაადგინეს ბოლომდე  დიაგნოზი და ახლა ციხის საავადმყოფოში რა უნდა დაადგინონ? დეკანოზი გიორგი მამალაძის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, ხალხო, გადავარჩინოთ დეკანოზ გიორგი მამალაძის სიცოცხლე”, – წერს უფლებადამცველი.

შეგახსენებთ, რომ ე.წ ციანიდის საქმეზე ბრალდებული დეკანოზი რამდენიმე დღის წინ საავადმყოფოში,  ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადაიყვანეს.

იტვირთბა....