ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

48 წლის ქალბატონი რესტორანში მოიწამლა და მეორე დილით გარდაიცვალა ვალენსიაში

ვალენსიაში, ინოვაციური სამზარეულო RIFF-ის რესტორანი მას მერე დახურეს, რაც 28 ადამიანი საკვების მიღების გამო მოიწამლა. რესტორნის ხელმძღვანელობამ საჯაროდ უკვე მოიხადა ბოდიში, მაგრამ, როგორც BBC იუწყება, ერთ-ერთი მათგანი ქალბატონი გარდაიცვალა. ექსპერტებმა უკვე დაიწყეს კვლევა თუ კონკრეტულად რამ გამოიწვია ასეთი მოწამვლის ფაქტი.

48 წლის ქალი, რომლის სახელი და გვარი არ ქვეყნდება, მეუღლესთან და 12 წლის ბიჭთან ერთად ეწვია აღნიშნულ რესტორანს. მეორე დღეს ის გარდაიცვალა.

გამოძიების დაწყების შემდეგ, პოლიციელები ეწვივნენ 75 ადამიანს, რომლებიც იმ დღეს რესტორანში იმყოფებოდნენ. გაირკვა, რომ 29 მათგანი ცუდად იყო.

წინასწარი ინფორმაციით, რესტორანში აწ. უკვე გარდაცვლილმა ქალბატონმა სოკო შეუკვეთა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ეს სოკო იყო ე.წ. Morchella-ს სახეობის. თუმცა, ზუსტი ინფორმაცია ჯერ არ არსებობს და როგორც სააგენტო ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება, დეტალები გამოძიების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

რესტორნის შეფ-მზარეული ბერნდ კნელერი აცხადებს, რომ რესტორანი დაკეტილი იქნება მანამდე, სანამ სიმართლე არ გაირკვევა.

იტვირთბა....