ლანჩხუთში 50 წლის მამაკაცი მოკლეს. მას ჭრილობა სანადირო თოფიდან გასროლილი ტყვიით აქვს მიყენებული. ის ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში მიყვანისთანავე რამდენიმე საათში გარდაიცვალა.
შემთხვევის დროს დაიჭრა კიდევ ერთი მამაკაცი, რომელიც ლანჩხუთის კლინიკაშია მოთავსებული.
როგორც “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 117-ე მუხლით, რაც სხეულის განზრახ დაზიანებას გულისხმობს. თუმცა, შესაძლოა გამოძიების პროცესში მუხლი გადაკვალიფიცირდეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ფატალური შემთხვევა ღამით, მეზობლებს შორის სიტყვიერ დაპირისპირებას მოჰყვა.