უკრაინის დედაქალაქში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი თენგო გალსკი დააკავეს. როგორც ირკვევა, მას
ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა აკრძალული ჰქონდა. ადგილობრივი პრესის ინფორმაციით, მისი დაკავება უკვე მესამედ მოხდა.
ქართველი “კრიმინალური ავტორიტეტი” 36 წლისაა, ის ბოლო პერიოდში, თურქეთსა და საბერძნეთში ცხოვრობდა და რამდენიმე წლის წინ უკრაინის ტერიტორია დაატოვებინეს.