aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

თურქეთში ქურდობის ბრალდებით 5 ქართველი ფეხბურთელი დააკავეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

საფეხბურთო კლუბ “ცხინვალის” 5 ფეხბურთელი თურქეთის ქალაქ ანტალიაში ქურდობის ბრალდებით დააკავეს. კლუბი თურქუთში შეკრებაზე იმყოფებოდა. ინფორმაციას turkiyegazetesi.com-ზე დაყრდნობით http://sport.adjara.com ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ქართველი ფეხბურთელები ანტალიის სავაჭრო ცენტრში, სპორტული აქსესუარების მაღაზიაში შევიდნენ. მაღაზიის დახურვის შემდეგ, კონსულტანტებმა აღმოაჩინეს, რომ მათ სპორტული ფეხსაცმელი, შორტი, შარვალი და მსგავსი 9 ნივთი აკლდათ, რის შემდეგაც პოლიციას გამოუძახეს. ეს ამბავი თურქეთის დროით 17:45 საათზე მოხდა.

იტვირთბა....