ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხუხაშვილი – ადამიანურად ხაზარაძის ნაბიჯი გასაგებია

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი “მეტრონომთან” საუბრისას მამუკა ხაზარაძის მიერ თიბისი ბანკის დატოვებას ეხმაურება. ხუხაშვილის განცხადებით, ხაზარაძის ბანკიდან წასვლა ადამიანურად გასაგები ნაბიიჯია.

“ხაზარაძემ ამ გადაწყვეტილებით გამიჯნა პირადი და ბანკის რისკები. მოგეხსენებათ ბანკი ძალიან მგრძნობიარე სისტემაა. როდესაც ხაზარაძის პირადი და ბანკის თემა ერთმანეთზე იყო გადაბმული, ამას შეეძლო ბანკის ინტერესებისთვის გამოუსწორებელი ზიანი მიეყენებინა. გამომდინარე იქიდან, რომ ამ ტიპის ინტერესი ყველა ჩვენთაგანის ინტერესზე მაღლა დგას, აბსოლუტურად გასაგებია, რომ ხაზარაძის ნაბიჯი”, – აცხადებს ხუხაშვილი.

შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ბანკის სამეთვალყურეო საბჭო დატოვეს.
ამავდროულად, TBC ბანკის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძეს პარლამენტში 26 თებერვალს მოუსმენენ.
ხაზარაძისა და ჯაფარიძის მიერ ბანკიდან წასვლაზე განცხადება გაავრცელა ეროვნულმა ბანკმაც.
ხაზარაძის თიბისი ბანკიდან წასვლის გადაწყვეტილებამდე კი შეგახსენებთ, რომ ეროვნულმა ბანკმა, საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტის სხდომაზე განხილვის შედეგად, „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესა და მის მოადგილეს ბანკის დოკუმენტაციაზე ხელმოწერის უფლება შეუჩერა.ამასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა მამუკა ხაზარაძემაც, რომელიც აცხადებდა, რომ უსამაართლობას არ შეეგუება.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის გამოძიება 2018 წლის 2 აგვისტოს დაიწყო. უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ 2008 წლის აპრილში და მაისში, შპს „სამგორი თრეიდმა“ და შპს „სამგორი ემმა“, „თიბისი ბანკი“-სგან, სათანადო უზრუნველყოფის გარეშე, დაჩქარებული წესით მიიღეს საერთო ჯამში 17 მილიონ აშშ დოლარამდე სესხი.

კომპანიების ანგარიშებზე სესხის თანხის განთავსებისთანავე, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ, ამავე კომპანიებიდან, როგორც ფიზიკურმა პირებმა, ისესხეს ზუსტად იმ ოდენობის თანხა, რაც „თიბისი ბანკმა“ საბრუნავი საშუალებების შევსების მიზნობრიობით ასესხა დასახელებულ კომპანიებს. 2008 წლის ბოლოს, „თიბისი ბანკმა“, აღნიშნული სესხები, საბანკო რეგულაციებით დადგენილ ვადაზე ადრე, დაუსაბუთებლად ჩამოწერა და გარე საბალანსო ანგარიშზე გადაიტანა, ხოლო 2012 წელს საერთოდ გაათავისუფლა ეს კომპანიები ბანკის წინაშე არსებული სასესხო ვალდებულებისგან, როდესაც დათანხმდა ამ ვალდებულებების ოფშორულ კომპანიაზე გადატანას.

გარდა ამისა, პროკურატურის ინფორმაციით, დადგენილია, რომ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს არ გაუსტუმრებიათ შპს „სამგორი თრეიდისა“ და შპს „სამგორი ემის” ვალი.

იტვირთბა....