ახალი ამბები მთავარი სოციალური ქსელი

“ივანიშვილმა მიაღწია იმას რაც უნდოდა – ამოგანგლა ხაზარაძე და ახლა თავი უნდა ამართლებინოს”

“პრინციპში სწორი გადაწყვეტილებაა. სხვა არჩევანი არც ჰქონდა. ფაქტია, ბანკს ვერ მოიყოლებდა ამ ბრძოლაში. ამას არც აქციონერები დაუშვებდნენ და არც ქვეყნისთვის იქნებოდა სწორი. კავკასიური ცარცის წრის სცენა გათამაშდა. ხაზარაძემ – ბავშვს ხელს ვერ მოვაძრობ და ხელი გაუშვა. ალბათ ივანიშვილიც გაეშვება. მან მიაღწია იმას რაც უნდოდა. ამოგანგლა ხაზარაძე და ახლა თავი უნდა ამართლებინოს, რომ არაა აქლემი. პროკურატურის საქმე კი დამოკლეს მახვილივით ეკიდება სადმე კუთხეში.
შედეგი: დაზარალდა ქვეყნის იმიჯი. გაღრმავდა ტოტალური უიმედობის და განუკითხაობის განცდა.
დასკვნა: კონსოლიდაცია, ბრძოლა და ამათი გაყრა.
ვადები: ყოველი დღე ძვირფასია”, – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში “ევროპული საქართველოს” წევრი გიგი უგულავა თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძის ბანკიდან წასვლის გადაწყვეტილებას.

 

იტვირთბა....