ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მივიღებთ სურათს, როცა სოფელში ინტერნეტი გვექნება და წყალი არა” – მარშანია

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ადა მარშანია მიიჩნევს, რომ წყალმომარაგების გაუმჯობესებაზე ბიუჯეტიდან მეტი თანხა უნდა იხარჯებოდეს.

მარშანიას თქმით, წყალთან შედარებით, გზების მშენებლობაზე გაცილებით მეტი თანხები იხარჯება.

„შეუდარებელია ფინანსები, რომელთა დახარჯვა იგეგმება გზებზე, რაც ასევე მნიშვნელოვანია და კარგია. კარგია ელექტრონული სერვისის დანერგვა და ინტერნეტიზაცია, მაგრამ მივიღებთ სურათს, როცა სოფელში ინტერნეტი გვექნება და წყალი არა. ეს აბსოლუტურად მიუღებელი და გაუგებარია“, – აღნიშნა მარშანიამ.

დეპუტატი საჩხერისა და რაჭის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის თემითაც დაინტერესდა.

იტვირთბა....