საპატრიარქო ძალიან რისკიან თამაშში ჩაება. სრულიად ნათელი, რომ შიგნით ეკლესიაში მომწიფებულია სიტუაცია, ეს რაღაც ყბადაღებული წერილი შიგნიდან გაიჟონოს და გასაჯაროვდეს. ამას გარდა, საპატრიარქო, დეკანოზის მიმართ ამგვარი დამოკიდებულებით , სრულ სასოწარკვეთამდე მიიყვანს მას და დააშვებინებს კიდევ ერთ საბედისწერო შეცდომას და აიძულებს თვითონ გამოაქვეყნოს ეს “საეკლესიო ბედუკაძეობა”. არის მესამე, ყველაზე უარესი ვარიანტი – დეკანოზი გარდაიცვალოს (რაც უკვე სრულიად არ გამოიყურება წარმოუდგენლად) და მისმა ძმამ, ასევე სასოწარკვეთილმა თორნიკე მამალაძემ გამოაქვეყნოს ეს წერილი და დეკანოზის ფაქტიურ მსხვრპლშეწირვასთან კომბინაციაში ეს რას გამოიწვევს, რთული და მძიმე წარმოსადგენია.
მიუხედავად იმისა, რომ ვაცნობიერებ, ეს ძალიან მძიმე ტვირთი იქნება და ისედაც არ მაკლია ცხოვრებაში სიმძიმე, მზად ვარ, მედიაცია ვიკისრო მხარეებს შორის და დავეხმარო მათ ამ სახიფათო ვითარების ორმხრივად სასარგებლოდ განმუხტვაში
ნიკა გვარამია
სრულად სანახავად გადადით ბმულზე
ინგა გრიგოლიასთან დღევანდელი ჩემი ეთერის შემდეგ, რომელშიც მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის (შაკიკის სამდღიანი შეტევა)…
Gepostet von Nika Gvaramia am Dienstag, 19. Februar 2019