ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ჯანდაცვის სამინისტროს და სოცმუშაკებს შორის მედიაცია დაწყებულია

სოციალურ მუშაკთა ასოციაციის თავმჯდომარის, შორენა საძაგლიშვილის განცხადებით, სოციალური მუშაკები ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდნენ, შეხვედრის შედეგი კი 21 დღეში გახდება ცნობილი.

„საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია მხარს უჭერს სოციალურ მუშაკებს. დაწყებულია მედიაციის პროცესი, შეთანხმდნენ გარკვეულ პუნქტებთან დაკავშირებით. მედიაციის პროცესში იგულისხმება შეთანხმება იმ პუნქტებზე, რომელიც წამოაყენა საინიციატივო ჯგუფმა. რაზეა შესაძლებელი შეთანხმება და რა პოზიცია ექნება სამინისტროს, ეს ჯერ არ არის ცნობილი. ამას მედიაციის შედეგები განსაზღვრავს. 21 დღე სჭირდება საბოლოო პასუხს. ამის შემდეგ გვეცოდინება, რა შედეგი დადგება. გუშინ იყო შეხვედრა. ძირითადი პუნქტი არის სისტემური ცვლილებები ამ სფეროში – მეურვეობა მზრუნველობის სისტემაში. გუშინ კონკრეტული საკითხები წამოიჭრა, რომელიც ეხებოდა სისტემურ ცვლილებებს ამ მიმართულებით“, – განაცხადა სოციალურ მუშაკთა ასოციაციის თავმჯდომარე შორენა საძაგლიშვილმა.

იტვირთბა....