ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ძლიერი ქარისგან შექმნილი პრობლემები – ფოტოკოლაჟი

ძლიერი ქარის გამო, 16 თებერვლიდან 19 თებერვლის 12:00 საათამდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შევიდა 261 შეტყობინება. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაცოიევის მართვის სამსახური ავრცელებს.

“მათ შორის ყველაზე მეტი, 200 შეტყობინება თბილისიდან.

ქარმა ქვეყნის მასშტაბით დააზიანა:

87 ხე
62 შენობის სახურავი
32 ავტომანქანა
ბუნებრივი აირის 8 მილი
მაღალი ძაბვის 8 ელექტროსადენი
4 სარეკლამო ბილბორდი

ყველა შემთხვევაზე შესაბამისმა სამსახურებმა მოახდინეს დროული რეაგირება.

ძლიერი ქარისგან შექმნილი პრობლემების გამო არავინ დაშავებულა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები უამინდობის გამო მუშაობის გაძლიერებულ რეჟიმზე არიან გადასულები, რათა საფრთხე არ შეექმნათ მოქალაქეებს” – ნათქვამია განცხადებაში.

 

 

 

 

იტვირთბა....