მთავარი სოციალური ქსელი ციტატა

“შეყვარებულთა აღრიცხვა მოხდება შეყვაგენტების მიერ” – გოცირიძე

ემზარ კვიციანმა თავისი დანაპირები კაცურად შეასრულა-იუსტიციის სახლში გუშინ ოფიციალურად დარეგისტრირდა შეყვარებულთა აღრიცხვის ცენტრი.
შეყვარებულობის დასადასტურებლად და ფიქტიური წყვილების გამოსავლენად გამოყენებული იქნება სიცრუის დეტექტორი, სპეციფკური ფსიქოლოგიური ტესტები, მოწმეთა ჩვენებები და სხვა ტრადიციული თუ თანამედროვე ხერხები. შეყვარებულთა აღრიცხვა მოხდება შეყვაგენტების მიერ. კანდიდატები განსახილველად გადაეცემა ნაგისა ოსიმას სახელობის კომისიას, სახელწოდებით ”გრძნობათა იმპერია”.
როგორც ამბობენ, ამ საშვილიშვილო საქმეს ქართული ოცნების დეპუტატების ერთმა ნაწილმაც მიბაძა და აპირებენ გოდერძი ჩოხელის სახელობის ფონდის -”დარდების შემგროვებელი”, დაფუძნებას

რომან გოცირიძე

იტვირთბა....